„არა ლობიოს სამართალს“ - აქცია-პერფომანსი სააპელაციო სასამართლოსთან

04 დეკემბერი 2019, 18:09 1220 ნახვა

„არა ლობიოს სამართალს,“ ამ ლოზუნგით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „უფლებადამცველთა ასოციაციის“ ორგანიზებით აქცია პერფომანსი გაიმართა, მონაწილეებმა სასამართლოსთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ეზოში დააბნიეს, ამ ფორმით მათ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელსაც თბილისის საქალაქოს სასამართლომ 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი სარჩელი მისი გათავისუფლების მოთხოვნით წარმოებაში არ მიიღო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში