გიორგი ჩაკვეტაძე 8 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება 

04 დეკემბერი 2019, 10:37 2205 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე 8 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება. 9 დეკემბერს "გენტის" დუბლშემადგენლობა მთავარი გუნდის მოთამაშეებს დაუპირისპირდება.

ქართველ შემტევს დაახლოებით 15-20-წუთიანი სათამაშო დრო ექნება. გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლი დეკემბერში დაიზიანა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა ოპერაცია მაისში გაიკეთა.

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმაც განაცხადა, რომ იგი ქართველის განაცხადში შეყვანას მალე აპირებს. ''იგი ფიზიკურად და მენტალურად მზადაა. აქედან გამომდინარე, მის განაცხადში შეყვანას მოვითხოვ" - განაცხადა ,,გენტის’’ დანიელმა სპეციალისტმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში