ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

03 დეკემბერი 2019, 20:00 1561 ნახვა

ნინო ბურჯანაძე მოსკოვშია. მას შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვს დაგეგმილი, თუმცა პრესსამსახურის ცნობით უცნობია შეხვდება თუ არა იგი ამჯერად ვლადიმერ პუტინს.  ფაქტი უმრავლესობის ლიდერებმა და ოპოზიციამ შეაფასეს.

მამუკა მდინარაძის თქმით ოპოზიცია ამას ვერაფრით ახსნის და აღმოჩნდება, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.  „ევროპული საქართველოს“ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი გასაკვირი არავისთვისაა, რადგან აქამდეც არაერთხელ მომხდარა.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, რომლის წევრი ბურჯანაძეცაა, ბოკერია განმარტავს, რომ ისინი იდეოლოგიურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ახლა ერთი საქმისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინაღმდეგ იბრძვიან. ამას ამბობს ნიკა მელიაც.

პროტესტის ნიშნად პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებული ოპოზიციის დროებითი გაერთიანება პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დატოვა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში