მაშველები ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ

03 დეკემბერი 2019, 10:26 1410 ნახვა

ჯანდარის ტბის სანაპიროზე დაკარგული 2 მოქალაქე ამ დრომდე არ უპოვნიათ. საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.   შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში