ბათუმში მამაკაცი ქალს ლიფტში თავს დაესხა

02 დეკემბერი 2019, 23:40 6733 ნახვა

ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში, ქალს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც დაზარალებულის ახლობლები ყვებიან, მამაკაცს მისი გაძარცვა სურდა, თუმცა ქალმა წინააღმდეგო გაუწია. მოძალადე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ქალმა კი დასახმარებლად პოლიციამ მიმართა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის, 19-138 მუხლით იძიებს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მცდელობას გულისხმობს. 

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც აჭარის მაუწყებელს დაზარალებულის ახლობლებმა უთხრეს, ქალი პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი