გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეს არქივის უკანონო განკარგვას ედავება

02 დეკემბერი 2019, 20:08 2238 ნახვა

აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.  ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

ცნობისთვის დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა შიდა მოკვლევა დაიწყო - ამბობს, რომ ყველა შესაძლო დარღვევა ახლა გამოიკვეთება. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მას ვკითხეთ ხელშეკრულების გარდა, რას ედავება მოადგილეს, ნათია ზოიძეს საარქივო მასალასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ბრალდებას, რომლის თანახმადაც ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ ტელევიზიიდან საარქივო მასალა უსასყიდლოდ გაიტანა.  ბეჟან გობაძე კი ამტკიცებს, რომ მას არქივი არ გაუტანია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში