ბათუმში 11 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს

11 სექტემბერი 2016, 00:00 3654 ნახვა

15 წელი 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან-საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ამერიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები აჟღერდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ქალაქის მერის მეუღლეები ესწრებოდნენ. მე შეგახსენებთ ზუსტად 15 წლის წინ სამშაბათს, ამერიკის დროით 8 საათსა და 45 წუთზე, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757” მანჰეტენზე სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, დაჯახებიდან 18 წუთში კი კიდევ ერთი თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრ “ტყუპებს დაეჯახა. ტერაქტის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში