უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიცია დღეს პირველ შეხვედრას გამართავს

01 დეკემბერი 2019, 15:01 1363 ნახვა

რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია გამოსვლებს და როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა, – ამ საკითხზე პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმსჯელებენ. შეხვედრა 2 საათში უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ოპოზიცია აქციებს რეგიონებში გეგმავს, რის შემდეგაც, დიდ აქციას უკვე თბილისში. 

პოზიციების შეცვლას არც ერთი მხარე არ აპირებს, თუმცა„ ევროპულ საქართველოში“ იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრა უმრავლესობასთან ისევ გაიმართება.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოპონენტები, დიპლომატიურ კორპუსს, შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ გუშინ შეხვდნენ. თითქმის ექვს საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში