"დინამო" თბილისი თუ "დინამო" ბათუმი?

01 დეკემბერი 2019, 11:22 2038 ნახვა

"დინამო" თბილისი თუ "დინამო" ბათუმი. რომელი გუნდი გახდება, საქართველოს ჩემპიონი, ეს დღეს,  ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩებზე გაირკვევა. თბილისური გუნდი ლიდერია, კონკურენტს ორი ქულით უსწრებს და შესაბამისად, ფავორიტია.

ბოლო მატჩს ფელის ვისენტეს გუნდი საკუთარ მოედანზე, ბოლოადგილოსან "ვიტ ჯორჯიასთან" გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება. "დინამო" ბათუმი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ თბილისში ლოკომოტივს მოუგებს, ხოლო დინამო თბილისი ვიტ ჯორჯიასთან ქულებს დაკარგავს.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა გია გეგუჩაძის გუნდს მიენიჭება.ორივე მატჩი თბილისში სხვადასხვა მოედანზე 16 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში