აქცია - ''არა უკანონო თვალთვალს''

30 ნოემბერი 2019, 15:23 241 ნახვა

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა სუს-ის შენობასთან, აქციას გამართეს. მათი განცხადებით, ისინი ქვეყანაში უწყების მიერ უკანონოდ თვალთვალისა და მიყურადებას აპროტესტებენ.

როგორც "შეცვალეს" წევრებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალს ასახავდა. „შეცვალეს“ აქტივისტების თქმით, ამ აქციით ისინი ნიკა გვარამიას ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი