ნოემბერში 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - საგამოძიებო სამსახური

29 ნოემბერი 2019, 09:56 1249 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მხოლოდ ნოემბერში პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს, ოთხი პირი კი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარაში, თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში და ქვემო ქართლში დანაშაულში მხილებული პირებისგან, სარეალიზაციოდ გამზადებული 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.  მისი საბაზრო ღირებულება 68 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში