ბათუმის საკრებულომ გარეუბნებში მრავალსართულიან მშენებლობებს მხარი დაუჭირა

28 ნოემბერი 2019, 18:10 1908 ნახვა

ბათუმის საკრებულომ გარეუბნებში ათამდე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმას მხარი დაუჭირა. ეს იმის ფონზე, როცა ბათუმს არ აქვს გენერალური გეგმა. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ქალაქის ჩაბეტონებას ასწრებს.

დღევანდელი გადაწყვეტილების გამო  საკრებულო კიდევ ერთხელ გახდა სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკის ობიექტი.  ამბობენ, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ბათუმის ჩაბეტონებისკენ. საპასუხოდ  ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში