დასაქმება, პროპორციული არჩევნები, სამოქალაქო სექტორი - ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი აქცენტები

28 ნოემბერი 2019, 15:34 1678 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, როგორც უკვე გითხარით განსაკუთრებული აქცენტი ოპოზიციაზე გააკეთა. ყველა, ისე როგორც მისმა თანაგუნდელებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გააერთიანა და თქვა, რომ ამ პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი პრაქტიულად არ აქვს.

განაცხადა, რომ შეწუხებულია მის მიერ გაცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ცალმხრივი დაპირება იყო და არა კონტრაქტი, თან ამაში მისი შეხედულებით დრამატული არაფერია.

ამასთან იგი ვერ იხსენებს სხვა პრინციპულ დაპირებას, რომელიც ვერ შეასრულა. განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაასმენს, ხალხს კი სეზონურ სამუშაოზე საზღვარგარეთ გაუშვებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი