ძროხებს ვირტუალური სათვალე, მეტი რძის მისაღებად მოარგეს

27 ნოემბერი 2019, 18:20 2176 ნახვა

რუსმა ფერმერებმა საინტერესო იდეა მოფიქრეს, მათ ძროხებს, სპეციალურად ცხოველის თავის ფორმისათვის შექმნილი ვირტუალური რეალობის თავსაბურავი დაუმაგრეს. როგორც ფერმერები განმარტავენ, თავსაბურავში ინტეგრირებული ვიზუალური და აუდიო მასალის დახმარებით, შესაძლებელია ძროხების განწყობის გაუმჯობესება და, შესაბამისად - მეტი რძის მიღება. 

პროექტი ექსპერიმენტულია და იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდება. 

ვირტუალური რეალობა,  თანამედროვე მსოფლიოს ერთ ერთი მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა,  რომელშიც ყველაზე დიდი ფინანსური ინვესტიცია ხორციელდება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში