შსს - არ ადასტურებს, რომ ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი მოკლა

27 ნოემბერი 2019, 10:43 2141 ნახვა

გუშინ, 26 მიასს, ცაგერში ორი პოლიციელი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა. "რეგინფოს" ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, როცა მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, ერთმანეთს ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.​თუმცა, შსს არ აკონკრეტებს ვინ არიან ინციდენტში მონაწილე პირები და ვინ, ვის ესროლა.

რაც შეეხება მესამე პირს, რომელიც მომხდარის შედეგად დაიჭრა.არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 65 წლის მამაკაცი შემთხვევითი გამვლელი იყო, იგი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში