პრეზიდენტმა შეწყალების წესზე მუშაობა დაასრულა -შეწყალებულთა რიცხვი შემცირდება

26 ნოემბერი 2019, 20:00 1381 ნახვა

პრეზიდენტი შეწყალების საქმეების განხილვას ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყებს - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათივე ცნობით ახალ წესზე მუშაობა დასრულებულია და ახალი კრიტერიუმებით შეწყალებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. დეტალები ალბათ ცნობილი, დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ გახდება.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი თითოეულ საქმეზე  კონსულტაციას გაივლის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.

შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი შეწყალებებზე, სკანდალური გადაწყვეტილებების შემდეგ მიიღო. დღესვე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პრეზიდენტს ბავშვთა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დროს, შეწყალების საკითხზე სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

წესის გამოქვეყნების და განხილვების დაწყების შემდეგ  ერთ-ერთი მთავარი საკითხი სავარაუდოდ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხს დაუკავშირდება, რადგან სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ ცნობილი, გახდა რომ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის შეწყალებისთვის საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძეს უშუამდგომლა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში