28 დაკავებული და 4 დაშავებული – სპეცრაზმმა აქცია დაშალა

26 ნოემბერი 2019, 20:07 1291 ნახვა

გასათბობად განკუთვნილი შეშის ჩამორთმევის ფონზე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამთენიისას მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამის გამო თვალის არეში დაშავდა ერთ-ერთი მომიტინგე, კიდევ 4 კი სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. დაკავებული იყო 28 მოქალაქე, აქედან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი ყურადღებამისაქცევი გარემოება პოლიციის უფროსის განცხადება იყო, რომელმაც თქვა რომ წყალი არ გამოუყენებიათ - ამ განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუხდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ საპირწონედ განაცხადა,რომ ჭავლი არა საპატრულომ, არამედ სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი