ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

26 ნოემბერი 2019, 17:13 1977 ნახვა

დღეს, 26 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37 პროცენტით, მაქსიმალური 9.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.461 პროცენტით განისაზღვრა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში