ყვარელში, სოფელ გრემში ხანძრის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა

26 ნოემბერი 2019, 13:28 633 ნახვა

ყვარელში,  სოფელ გრემში  საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 12 წლის ბავშვი დაიწვა. სავარუდოდ, მან სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. დაშავებულია ასევე ბავშვის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი