გირჩის მსვლელობა "ბიძინა ივანიშვილის ხატებით"

25 ნოემბერი 2019, 18:44 2034 ნახვა

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა.

ახალგაზრდები ადგილზე ხატებით მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მათ ადგილზე სანთლები დაანთეს და იგალობეს.

აქციის მონაწილეებს ხატებზე აქვთ წარწერა "წმინდა ბიძინა" და აპირებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან სიმღერა "ვხედავ მეცხვარეს" იმღერონ  - ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

აქციას "მეფე ბიძინას ვუმღერეთ თავის რეზიდენციასთან" ჰქვია.

ფოტო:  მარია გეგეჭკორი / გირჩი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში