ბათუმის მერია გვიან ღამით დააბოქლომეს - ფაქტს შსს იკვლევს

25 ნოემბერი 2019, 15:50 2592 ნახვა

ბათუმის მერია გვიან ღამით დააბოქლომეს - ფაქტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფმა - "ბათუმი ქვეყნის სამსახურში", ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ საინიციატივო ჯგუფის ორი წევრი მერიის შესასვლელ კარს, ღამის საათებში ადებს ბოქლომს. დაცვის წევრები მორბიან, თუმცა ვერ ასწრებენ კარის გაღებას.

ბათუმის მერის პრესსამსახურში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

საქართველოს მასშტაბით, აქცია "დააბოქლომე" მიმდინარეობს. "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომს ადებენ.
ბათუმის მერიის დაბოქლომება, 22 ნოემერს დაანონსდა, თუმცა გადაიდო და აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭო "დააბოქლომეს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი