ოპოზიციის გეგმები - ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას კვლავ შეეცდება

24 ნოემბერი 2019, 20:40 3364 ნახვა

ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას კვლავ შეეცდება. აქციის მონაწილეები რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე დაიწყებენ შეკრებას.

პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას და 2020-ს სპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას სთხოვენ.

პარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მათ მიერვე ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში აქციები არ წყდება და სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში სხვადასხვა სახით გრძელდება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში