დეპუტატი აჭარის ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს

24 ნოემბერი 2019, 12:10 1143 ნახვა

გადაცემა „მთავარი აჭარაში“ პირდაპირ ეთერში,უმაღლეს საბჭოში   ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გია აბულაძემ განაცხადა რომ არხის დამოუკიდებლად არსებობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია და არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი მაუწყებლის სტატუსზე იმსჯელებს. მან წამყვანის შეკითხვებს თუ რითი შეეძლო ამ ინფორმაციის დასაბუთება ვერ უპასუხა, თქვა რომ ეს გეგმაა და ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა.

არგუმენტად დეპუტატი მხოლოდ იმას იშველიებდა რომ აქამდე მისი ნათქვამი, რომ ძველ მრჩეველთა საბჭოს დირექტორი არ უნდა გადაეყენებინა გამართლდა. მოვლენების ასეთი ვარიანტით განვითარებას  ეთანხმება მურმან დუმბაძეც. ის ამბობს რომ არცერთმა მრჩეველთა საბჭომ საკუთარი მოვალეობა პირნათლად არ შეასრულა თუმცა მაუწყებელს უკვე აქვს სტატუსი, რომელსაც ვეღარავინ ჩამოართმევს.

გადაცემაში გია აბულაძეს ოპონირებას დეპუტატი ილია ვერძაძე უწევდა. მან განცხადებას აბსურდული და არასერიოზული უწოდა.იგი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი თავისუფალ სიტყვას არ ზღუდავს და თუ ეს სხვისი ინტერესი გახდება თავად დაიცავს აჭარის ტელევიზიის სტატუსს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში