სუს-ში და ევროკავშირის  მისიაში რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზებას არ ადასტურებენ

24 ნოემბერი 2019, 11:20 1425 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, და აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის მობილიზების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში