მიმართა თუ არა სინოდმა პრეზიდენტს ოფიციალურად? 

23 ნოემბერი 2019, 20:45 1549 ნახვა

კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული გაატარა საპატიმროში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტთან შუამდგომლობის გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 31 ოქტომბერს მიიღო, თუმცა უცნობია, მიმართა თუ არა  პრეზიდენტს ოფიციალურად.

როგორც დღეს პატიმარი სასულიერო პირის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა საპატრიარქოში უთხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი  შორენა თეთრუაშვილმა თქვა - პატრიარქის მდივან- რეფერენტმა.

სწორედ მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 5 სექტემბრიდან იხდის სასჯელს გიორგი მამალაძე. მას თავისუფლება 9 წლით აღუკვეთეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში