გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

24 ნოემბერი 2019, 12:15 1965 ნახვა

მთავარმა პროკურატურამ  გიორგი სულაშვილი, რომელმაც 21 ივნისს პარლამენტთან აქციის წინ თვალი დაკარგა დაზარალებულად ცნო. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ  აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“2019 წლის 20- 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება-გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაცსაზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”,-აცხადებს პროკურატურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში