ქობულეთის მერია საახალწლო განათებების შესაძენად 31 900 ლარს დახარჯავს

23 ნოემბერი 2019, 12:54 514 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო განათებების აქსესუარებს ყიდულობს. უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კომპანია, რომელიც მერიას  მოთხოვნის შესაბამის  გირლიანდებს, გირლიანდის ნათურებს, ნეონის ვარსკვლავებს,  ნეონის ფიფქებს, დიოდური ფლეშ სანათებს, მარხილის ირმებს შესთავაზებს, უწყება მზადაა მას 31 930,00 ლარი გადაუხადოს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ახალი განათებები და ქუჩის დეკორაციები  ძირითადად აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსდება, მათივე განმარტებით მოირთვება მუნიციპალიტეტის ცენტრი და ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორია. 

უწყებაში ამბობენ, რომ ძველი ნათურების ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული და შევსებას საჭიროებდა.
მათივე  განმარტებით, გასულ წელს მერიას დეკორაციებისა და გარეგანათებების შესაძენად თანხა არ დაუჯახრავს,  უწყებამ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ ნაძვის ხის მონტაჟისა და დემოტაჟისთვის  გამოყო. ჯამში 650 ლარი, აქედან 350 ლარი ნაძვის ხეზე სათამაშოების მონტაჟზე, 300 კი დემონტაჟზე დაიხარჯა.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი