ხანძრით დაზარალებულებს ზარალის დათვლის შემდეგ დაეხმარებიან - ხულოს მერია

23 ნოემბერი 2019, 12:10 1873 ნახვა

ხულოში სოფელ მეხალაშვილებში  საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები, ხანძრის შედეგად სულ შვიდი საცხოვრებელი განადგურდა. ხულოს მერიამ დაზარალებულები იმავე სოფელში ქირით გადაიყვანა. ქირით უზრუნველყოფას მერია მანამდე  განახორციელებს, ვიდრე  არ მოხერხდება მათთვის საცხოვრებლის აშენება.

ხულოს მერიის ინფორმაციით  ზარალს სტიქიის შემსწავლელი  კომისია სწავლობს. ამის შემდეგ გადაწყდება მათი კონპენსირების საკითხი.სოფელ მეხალაშვილებში ხანძარი 21 ნოემბრის დილას მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში