ფოტო-ხაფანგმა მოსეირნე კეთილშობილი ირმების ჯოგი დააფიქსირა

23 ნოემბერი 2019, 11:56 844 ნახვა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტო-ხაფანგმა მშვიდად მოსეირნე კეთილშობილი ირმების ჯოგი დააფიქსირა.
ირმების „მყვირალობა" (გამრავლება) შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რომელიმე ბილიკზე სალაშქროდ წასულებს ირმების ყვირილი და რქების ჭახა-ჭუხი თუ შემოგესმათ არ შეგეშინდეთ, მამრებს შორის "შეჯიბრია" მდედრის მოსაპოვებლად.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ირმებზე ნადირობა აიკრძალა. ისინი შედიან საქართველოს ამჟამად მოქმედ „წითელ ნუსხაში" სტატუსით - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი