რა კრიტერიუმებით შეარჩია მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორი - დეტალები და აქცენტები

22 ნოემბერი 2019, 20:12 2482 ნახვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მხარდაჭერილმა მრჩევლებმა გიგა ჩხარტიშვილმა, სოსო სტურუამ და თამილა დოლიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე მხარი გიორგი კოხრეიძეს დაუჭირეს.

მაუწყებლის რიგით მესამე დირექტორი საკუთარი ძალებით შეჩერებული მეოთხე კონკურსის შედეგებით, ისედაც ფიქრობდა რომ არჩეული დირექტორი იყო.  პირველი არხის ბორდის ყოფილი წევრი და არხის ახალი მმართველი დირექტორობისთვის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ იბრძოდა.


წინა ბორდის პირობებში მას  პირველ ორ კონკურსზე  მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია. “ჟურნალისტებს მოთმენა უნდა ასწავლო” - ასე თქვა დღეს გიორგი კოხრეიძემ გასაუბრებაზე. მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ როგორ არ შევიდნენ კონფლიქტში რესპონდენტთან. „რა თქმა უნდა ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ეს თუ დადის თანამშრომლის დონეზე, იქ უკვე მის განწყობაზე ვართ დამოკიდებული, იმან როგორ გაიღვიძა დილას“ - ესეც მაუწყებლის ახალი დირექტორის ფრაზაა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში