პიროვნულად გიორგი კოხრეიძე არ არის ცუდი ადამიანი - მრჩეველთა საბჭოს წევრი

22 ნოემბერი 2019, 19:49 1514 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმ წევრმა, რომელმაც ხმა პირველ ტურში მაია მერკვილაძეს მისცა, კენჭისყრის მეორე ეტაპზე კი, ბიულეტენი გააბათილა, თქვა, რომ გიორგი კოხრეიძე ეიმედება. ეიმედება, რომ დირექტორს ბორდთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება. 

თამარ წილოსანი ამბობს, რომ პიროვნულად გიორგი კოხრეიძე არ არის ცუდი ადამიანი. 

დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით არჩეული მრჩეველის თქმით, ჯერ კიდევ გასაუბრების დროს მიიღო დაპირება, რომ დირექტორის რანგში ის სარედაქციო პოლიტიკის გარანტი იქნებოდა. 

ჟურნალისტი: ამ კუთხით გეიმედებათ თუ არა მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი?

თამარ წილოსანი: კი მეიმედება, რომ ბორდთან ექნება მჭიდრო ურთიერთობა. მან თქვა რომ არც ერთ თანამშრომელთან არ ექნება პიროვნული დამოკიდებულება, პირიქით... მითხრა, რომ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი იქნებოდა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია... აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ მაქვს ამ ადამიანს სხვა შეფასება მივცე... ​პიროვნულად ის არ არის ცუდი ადამიანი, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი კითხვა არსებობს მასთან მიმართებაში. შესაძლოა, სხვა სიტუაციაში მაინც შემეკავებინა თავი, თუმცა პიროვნულად არა.... '' - თქვა პირდაპირ ეთერში თამარ წილოსანმა. 

ჟურნალისტი: ენდობით მას?

თამარ წილოსანი: ''შევხედოთ რა, მე არამგონია რომ ასე მძიმედ განვითარდეს მოვლენები, როგორც ახლა სიტუაციაა შექმნილი, არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, მართლაა. მე გარედან ვუყურებ ამ პროცესებს, თქვენ შიგნით ხართ, მესმის თქვენი შიშები და ეს ნორმალურია... ჩემი აზრით მოახერხებს და მეტწილად უნდა შეძლოს მან.''

მრჩეველი ამბობს, რომ მეორე ტურში ბიულეტენში მაია მერკვილაძის შემოხაზვას აზრი აღარ ჰქონდა.

''მე არ ამირჩევია გიორგი კოხრეიძე, მე არჩევანი გავაკეთე მაია მერკვილაძეზე. მიმაჩნია, რომ მას ახლო წარსულში ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს ტელევიზიის მართვის, როგორც დირექტორის. მარტო კონცეფციას არ ვაფასებთ ჩვენ, თუმცა მისი კონცეფცია მისაღები იყო. გვახსოვს ავად სახსენებელი ის ცხრა წლიანი პერიოდი, როგორც ახლა უტრირებს საზოგადოება, თუმცა იმ პერიოდში ბევრი სიკეთეებიც გაკეთებულა და იმ პერიოდში ზუსტად, როცა ცენზურასავით იყო. მათ შორის ძალიან დაბალანსებული კრიტიკული აზრი ისმოდა სწორედ 25-ე არხზე'' - ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი.  

დღეს გიორგი კოხრეიძემ კონცეფციის წარდგენისას თქვა, რომ პრობლემად მიიჩნია წამყვანების ოპონირება რესპოდენტებთან, ამ პრობლემას იოლად მოაგვარებს, ჟურნალისტებს მოთმენას ასწავლის. 

''​ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჩემი აზრით ზოგადი განცხადება გააკეთა, მეტი პოზიტივი, მეტი მოთმენა რადგან ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. რესპოდენტი არ უნდა გამოიყვანოს ჟურნალისტმა მწყობრიდან, პირიქით უნდა ალაპარაკოს. კრიტიკული შეკითხვა უნდა დასვათ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.. მე თუ მკითხავთ დაბალანსებულზე უფრო მეტად კრიტიკა გვჭირდება'' - თქვა წილოსანმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში