ტელევიზია და რადიო არ არის მარტო საინფორმაციო სამსახური - თამილა დოლიძე

22 ნოემბერი 2019, 18:38 1503 ნახვა

რა პასუხი გექნებათ მაშინ, თუ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება? - ჟურნალისტის ამ კითხვაზე, თამილა დოლიძემ უპასუხა:  "ტელევიზია და რადიო არ არის მარტო საინფორმაციო სამსახური.  ტელევიზია და რადიო არის ცოტა სხვა რამ, სამ პლატფორმას აერთიანებს... და კიდევ, არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ტერიტორიას არავინ არ დატოვებს. მე მოწმონს გიორგი კოხრეიძის ბეგრაუნდი, ის იყო ბორდის წევრი და ძალიან დიდი ხანი მონაწილეობდა მაუწყებელის საქმიანობაში. მოვა და თვითონ გააგრძელებს თავის საქმეს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ, დღეს, 22 ნოემბერს, მეოთხე კონკურსის შედეგად, სამი წლით ვადით, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. 

თამილა დოლიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რაღაცები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში არც მას მოსწონს. "მე ვგრძნობ პასუხიმგებლობას რომ ავირჩიეთ დირექტორი, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში მეც არ მომწონს ​რაღაცები, ბევრი უზუსტობებია ფინანსური თვალსაზრისით. ასევე, დღეს, როცა გააშუქეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ დაბულინგებულები ვართ, რატომ არ გააშუქეთ ის, რაც მოქმედ დირექტორის შემსრულებელს ვუთხარით, რომ ის ერევა სარედაქციო პოლიტიკაში?

ჟურნალისტი - ჩვენ ერთად ვგეგმავთ, ეს იყო პასუხი.

თამილა დოლიძე - ხოდა ეს არ არის სწორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში