აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ახალმა საბჭომ ვერ აირჩია - ხმები გაიყო 

22 ნოემბერი 2019, 17:15 2547 ნახვა

პირველ ტურში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი მეოთხე კონკურსის შემდეგაც ვერ გამოვლინდა, ამჯერად დირექტორი ვერც ახალმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვერ აირჩიეს.   ერთი ხმა მაია მერკვილაძემ, ერთი ხმა ფირუზ ბოლქვაძემ, ხოლო ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო. 

დირექტორის ასარჩევად ერთ კანდიდატს სამი ხმა სჭირდება, სამი მრჩველის ხმა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.   ტელევიზიის დირექტორის მე-4 კონკურსში სულ 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. 

2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში