იარაღს ავიღე, მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე სასაფლაოზე - ჯელალ ქიქავა მუხრან ვახტანგაძეზე

22 ნოემბერი 2019, 16:32 4022 ნახვა

''მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე სასაფლაოზე, ცოცხალი ადამიანი ვარ და ლოგიკურად ვფიქრობ. ხალხი ყველაფერზე წამსვლელია და ამას ხელისუფლება უწყობს ხელს'' - ამბობს ჯელალ ქიქავა და ირწმუნება, რომ ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ბათუმის მერიაში მას ფიზიკურად გაუსწორდა და აგინა.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მუხრან ვახტანგაძეს ზონდერს უწოდებს.ყვება, რომ დეპუტატმა მასზე ორჯერ იძალადა, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს. 

მისივე თქმით, ასლან აბაშიძის პერიოდის შემდეგ ​ოჯახის დასაცავად ხელში იარაღს მეორედ აიღებს. 

''თუ ხელისუფლება ჩვენ არ გვიცავს, მე ერთხელ უკვე ვისროლე და კიდევ მეორეჯერაც ვისვრი. კი ვისვრი ვისვრი... თუ ჩემს ოჯახს დაემუქრება საშიშროება ვისვრი. ერთხელ ასლან აბაშიძის დროს ვისროლე, ახლაც იგივე ხდება, იგივე ხალხი, იგივე ვახტანგაძე. ამოიღეთ კამერები და ნახეთ, თუ როგორ მაგინებს 30 კაცი, მეჭიდავება და გავყავარ მერიიდან. ეს არ არის ძალადობა? ამ ზონდერ დეპუტატისგან იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვახტანგაძე არის გარეწარი ზონდერი. თქვენ გახსოვთ ალბათ რამდენი ხნის უკან მუხრან ვახტანგაძემ დამასია ზონდერების ბრიგადა და ძლივს გადავრჩი. ხელისუფლება ვერ ახლა გვიცავს'' - ამბობს ქიქავა.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა დღეს მერიაში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა. 

''​დილით მერიაში ვიყავი, საქმე მქონდა პირადი. შევედი, რაღაც წინ ხალხი იყო გაჩერებული, შევეკითხე პოლიციელებს რა ხდებათქო არ ვიცითო მიპასუხეს, პატარა აქციააო. შევედი მერიაში არავინ არ იყო, ზურგით ვიდექი, რა დროსაც მომიახლოვდა მუხრან ვახტანგაძე, მომმართა ხელი ჩამომართვიო. არ ჩამოვართმევთქო ვუთხარი მე ზონდერებს და არაკაცებს ხელს არ ვართმევთქო. რატომ მავალდებულებ ვინა ხარ შენთქო. მე ვარ აქ ყველაფერიო მიპასუხა. 

გამახსენდა უცებ 2004 წელი, გამახსენდა ასლან აბაშიძის დროს ზონდერები, ყიფიანი, ლაზიშვილი, არაკაცების ხროვა, რომლებიც თავის თავს მოჭიდავეებს ეძახიან. ეს არ არის მუხრან ვახტანგაძის აქცია, ეს არის ხელისუფლების....'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ჯელალ ქიქავამ. 

ის ამბობს, რომ ჩვენებას მხოლოდ მოსამართლეს მისცემს, გამოკითხვაზე კი უარი თქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში