,,ბოქლომების ომი“ აჭარაში

22 ნოემბერი 2019, 15:29 1321 ნახვა

,,ბოქლომების ომი“-აჭარაში. პოლიციელების წინააღმდეგობის ფონზე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი მაინც დატოვეს, რასაც პროტესტი მოჰყვა  კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან.

გარდა იმისა, რომ სამართალდამცველები წინააღმდეგობას უწევდნენ აქციის მონაწილეებს და არ აძლევდნენ საშუალებას  საკანონმდებლო ორგანოს მთავარ შესასვლელთან მიახლოვებაზე, დღეს უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს ოპოზიციონერი  დეპუტატი ასმათ დიასამიძე. ამ ყველაფერს რეგიონის პირველი პირი ,,ცირკაჩობას“ უწოდებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს რჩევებს აძლევს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში