არ გემუქრებით, გპირდებით... სავალალო შედგეს მიიღებთ - ვის აფრთხილებს მუხრან ვახტანგაძე

22 ნოემბერი 2019, 14:40 2893 ნახვა

''არ გაფრთხილებთ, უბრალოდ მინდა, რომ იცოდეს ყველამ, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია. ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით, ნურავინ, ნებისმიერი სტატუსის ადამიანი. აი ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას, თორე სავალალო შედეგს მიიღებთ. ნებისმიერს ვეუბნები ამას'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს დეპუტატი მუხრან ვახტანგაძემ.

ამბობს, რომ ეს მუქარა არ არის, დაპირებაა. 

''სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა, აქ არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას'' - უთხრა მაუწყებლის ჟურნალისტს დეპუტატმა. 

მუხრან ვახტანგაძე სპორტსმენებთან ერთად დღეს ბათუმის მერიასთან მივიდა. თქვა, რომ არეულობის შეტანის უფლებას არავის მისცემდა. 

ჟურნალისტი: რას მოყვა დაპირისპირება?

მუხრან ვახტანგაძე: აი თქვენი რჩეულები, რომ არიან ჯელალედინები და აი ის ვიღაცეები, შეგიძლიათ იმათ მოკითხოთ... 

ჟურნალისტი: ჩვენი რჩეული რატომ არის?

მუხრან ვახტანგაძე: ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ასეთ ადამიანებს, თქვენ ხომ სულ ინტრიგებს ეძებთ.

ჟურნალისტი: კრიტიკა ინტრიგაა ბატონო მუხრან?

მუხრან ვახტანგაძე: კრიტიკაც მოსულა და მწვავე კრიტიკაც, მაგრამ თქვენ არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომები, აი არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ღირსეულ ადამიანებზე. მე ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. ჰოდა კეთილი ინებეთ, მე გეტყვით ერთ რამეს, აქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, სპორტსმენები არიან შეკრებილები, რომლებსაც არა ერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა...

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში