კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

22 ნოემბერი 2019, 09:47 397 ნახვა

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

სასამართლომ მათ რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალურად მყოფი პირები, სამშენებლო კომპანიის ობიექტზე აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე იყვნენ დასაქმებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი