„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ოთხი აქტივისტი დააკავეს

21 ნოემბერი 2019, 20:00 1349 ნახვა

აქციის ფონზე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩებს. პარტიის ოფისთან დღის მეორე ნახევარში მოძრაობა „შეცვალეს" 4 წევრი დააკავეს. სხვა აქტივისტებმა კი განაცხადეს, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავება.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აიყვანეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში