საპროტესტო აქციები - შელახული რეპუტაცია თუ დესტრუქციული ძალების მობილიზება

21 ნოემბერი 2019, 18:18 1588 ნახვა

ოპოზიციის ერთი ნაწილი ისევ პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი მათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი დესტაბილიზაციით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენენ გავლენას.
 

„ეს  გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა“ - ამბობს  იუსტიციის მინისტრი. აღმოჩნდა, რომ თურმე თეა წულუკიანიც მიესალმება პროპორციული სისტემის პროექტის ჩაგდებას და ფიქრობს, რომ ქვეყანას მაჟორიტარები სჭირდება. „ როგორც ჩანს, კენჭისყრა პარლამენტში იყო არა პროპორციული სისტემის წინაღმდეგ, არამედ პოლარიზაციის სასარგებლოდ“ - ეს კი ევროკავშირის ელჩის შეფასებაა. ასე ფიქრობს ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება.

მისთვის სხდომის ჩაშლა და პარლამენტის პიკეტირება პროტესტის მისაღები ფორმები არ არის. უმრავლესობიდან გასული ზვიად ძიძიგური კი აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია მართალია და მას მორალური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი