სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს შვიდს კი ბრალი წაუყენეს

21 ნოემბერი 2019, 10:21 1422 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,   ყალბი დოკუმენტების დამზადება- გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი  ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი - ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებოს ცნობით, ბრალდებულებმა, ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების, 32 020 კვადრატული მეტრი მოცულობის მიწის ნაკვეთები.

გამოძიებით დგინდება, რომ დღეისთვის, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით,'' -ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი