„კრიტიკულობა არ ნიშნავს მტრობას ბატონო აჭარის მთავრობავ" - ინგა გრიგოლია

21 ნოემბერი 2019, 01:58 2923 ნახვა

„კრიტიკულობა არ ნიშნავს მტრობას ბატონო აჭარის მთავრობავ, ბატონო საქართველოს ხელისუფლებავ! კრიტიკულობა თქვენ გჭირდებათ? მედია როცა კრიტიკულია თქვენს მიმართ, ნუ უყურებთ მედიას, როგორც პოლიტიკურ მტერს... თქვენთვის არის კარგი, პრობლემებს ჩახედოთ თვალებში" -  ტვ პირველის გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან აგრესიული პოლიტიკა ჟურნალისტების მისამართით, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკულობის და ობიექტურობის გამო ხდება. 

ამბობს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს მედია კრიტიკულობის გამო "ნაციონალურ მოძრაობასთან" გააიგივოს და ამით დააკომპლექსოს ჟურნალისტები.   

"უნდათ, რომ რაღაც უცნაური კომპლექსი  აგვკიდონ ჟურნალისტებს და გვეძახიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ხართო, ეს ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ გაიმეორა ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ეთერში. მათ შორის აჭარის ტელევიზიაში, ასევე ნინო ჟიჟილაშვილთან.  საკითხების კრიტიკულად განხილვა, არ ნიშნავს „ნაციონალების“ ნარატივში ყოფნას.... მთავარია ხელისუფლებამ არ მოგვაწებოს იარლიყები, პოლიტიკური იარლიყები, ათას რამეს დაგვაბრალებენ და მნიშვნელოვანია, რომ არ დავკომპლექსდეთ.  როცა ხელისუფლება ასეთი ისტერიული ტონით ელაპარაკება მედიას, ნიშნავს რომ მოახლოებული არჩევნების ეშინია„ - ამბობს ინგა გრიგოლია.

ამავე თემაზე - ხელისუფლებას აღარ უნდა ამ დოზით თავისუფალი სიტყვა, კარს მოდგა არჩევნები" - ინგა გრიგოლია

სრული გადაცემა: 

 

 

 

​  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში