სიცილის გამო, მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან ელგუჯა ბაგრატიონი და კიდევ 5 პირი გააძევა

20 ნოემბერი 2019, 15:43 1588 ნახვა

18 ნოემბერს პარლამენტის წინ  აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი გააძევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.

ელგუჯა ბაგრატიონისა და მასთან ერთად კიდევ 5 პირის სასამართლოს დარბაზიდან გაძევების მიზეზად მოსამართლემ სიცილი დაასახელა.

სხდომათა დარბაზიდან ანალოგიური მიზეზით "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანიც გააძევეს.

"უმისამართოდ ვიღიმებოდი თან", - განაცხადა რატიანმა დარბაზიდან გასვლის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებული 37 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს  მოსამართლე  საბოლოო გადაწყვეტილებას   გამოაცხადებს  37-ვე პირის მიმართ, რომლებიც გუშინ დროებით გაათავისუფლეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში