მთავარ პროკურატურას ბოქლომი დაადეს - ""ვერ შეგვაშინებთ, მაინც დავაბოქლომებთ"

20 ნოემბერი 2019, 15:10 1286 ნახვა

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ოპოზიციის ნაწილი მივიდა და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. ოპოზიციონერებთან ერთად, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა.   

ბოქლომის დადებას ისინი თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალებაც არ მისცეს.

მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო.

"ეს ადამიანი, მალხაზ მაჩალიკაშილია, რომელმაც სამი წელია სამართალი ვერ იპოვა, ეს არის სტრუქტურა, რომელი უმოწყალოდ წირავს ადამიანებს, გუშინ რურუას ჩაუდეს იარაღი, ირაკლი ოქროაშვილს 15 წლის წინანდელი საქმეზე აღუძრეს საქმე, მაქსიმალურ ტერორზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, მაინც დავაბოქლომებთ. ასე იქნება სულ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი იქნება სათავეში. ამათაც ამოუვათ ყელში, ამ ბიჭებს, აქ რომ დგანან, ესენიც გაიხდიან ფორმას და ჩვენს მხარეზე გადმოვლენ, საინტერესოა მერე ვინ დაიცვას ამათ" -  განაცხადა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში