ბათუმში ავარიის დროს 27 წლის მძღოლი დაშავდა

20 ნოემბერი 2019, 11:15 1635 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 27 წლის მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ მანქანას მართავდა. 

ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მას თავის ქალის ტრავმა აქვს. როგორც ექიმებმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, პაციენტი კლინიკაში მომდევნო დღეების განმავლობაშიც დაკვირვების ქვეშ დარჩება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში