ხანძრის შვიდი კერა საქართველოში

19 ნოემბერი 2019, 20:01 1148 ნახვა

სვანეთი, სამეგრელოი, რაჭა და აჭარა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 7 კერაა.  ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რიყეთში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი  ტყის ქვედა მასივს  შუადღისას გაუჩნდა. ადგილზე ხულოს, შუახევისა და ქედის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.  

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარია სვანეთში ორ კერაზე, რაჭაში, ასევე სამეგრელოში.  

სამაშველო სამსახურების ცნობით მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, მხოლოდ ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში