ქიბარ ხალვაშის ოჯახს სხვისი ქონების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

19 ნოემბერი 2019, 20:01 1247 ნახვა

ქიბარ ხალვაშის ძმას ნიაზ ხალვაშს ბიზნესმენი კუთვნილი  ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. „ტრანს კავკას  კრისტალის“ მფლობელი ირწმუნება, რომ ქიბარ ხალვაში და მისი ოჯახი ხელისუფლების მფარველობით,  აჭარაში  ბიზნესის უზურპაციას ახდენს და ისაკუთრებს სხვების კანონიერი გზით შეძენილ ბიზნესს.

მამუკა სხვიტარიძე ხალვაშებისგან ხელვაჩაურში მდებარე ქარხანაში არსებული ძვირადღირებული დანადგარების  დასაკუთრებაზე საუბრობს და სასამართლო განჩინების მოლოდინშია. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნიაზ ხალვაში არ დასწრებია. რაც შეეხება ბრალდებას, მისი წარმომადგენელი როლანდ ხალვაში ირწმუნება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ინტერესების დამცველის თქმით,  დევნილობაში მყოფ ხალვაშებს ქონება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას  უკანონოდ ჩამოართვეს და დაესაკუთრნენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში