აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

09 სექტემბერი 2016, 00:00 1631 ნახვა

შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 6-მა მისცა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი. რეზოლუციის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რეზოლუცია შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი