აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი - მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერი 2019, 18:08 192 ნახვა

ამ წუთებში აქციის დაშლის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა -სხდომა მომდევნო დღისთვის გადადებულიყო, იმისთვის, რომ ადვოკატები გაცნობოდნენ საქმის  ვიდეომასალებს და სხვა მტკიცებულებებს. უფლებადამცველები საუბრობენ ევროსასამართლოს პრაქტიკაზე,  რომელიც  მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად.

ამბობენ, რომ პრაქტიკად იქცა ერთი პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით  სულ 37 პირია დაკავებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი