საქართველოს ნაკრები დღეს ხორვატიას შეხვდება

19 ნოემბერი 2019, 12:40 1681 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ხორვატიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ქალაქ მედულინში ივარჯიშა. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში, ბოლო რამდენიმე დღეა, ძირითადად წვიმს. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ვარჯიში ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გუშინ გამართა. ამ გუნდებს შორის ისტორიაში 2 მატჩია გამართული, ერთი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 1-0 მოიგო, ხოლო მეორე მატჩში, ხორვატებმა საკუთარ მოედანზე ჯვაროსნები 2:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებს დააკლდება გუნდის კაპიტანი, ჯაბა კანკავა. კანკავამ ფეხი იტკინა და ხორვატიასთან ვერ ითამაშებს. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე წერია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს მასპინძელთა კაპიტანი ლუკა მოდრიჩიც.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით, მატჩში შინ სლოვაკებს ანგარიშით 3:1 მოუგეს, E ჯგუფში პირველი ადგილი და კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე თამაშიც გაინაღდეს.

ამხანაგური დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და ამით დაასრულებს საქართველოს ნაკრები 2019 წლის ოფიციალური და ამხანაგური მატჩების კალენდარს.  გაირკვა დღე, როცა საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი ბელარუსებს 26 მარტს დაუპირისპირდება. ეს იქნება ერთმატჩიანი სერია, რომლის გამარჯვებული ფინალში კოსოვოსა და მაკედონიას სორის გამარჯვებულს შეხვდება.ფინალიც ერთმატჩიანია და რომელი ქვეყნის მოედანზე გაიმართება, ჯერ არ გარკვეულა. 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში