რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 41%-ს გაერთიანებული ოპოზიცია მიიღებდა

19 ნოემბერი 2019, 12:23 1085 ნახვა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 41 პროცენტს მიიღებდა რამდენად მოულოდნელიც არ უნდა იყოს არა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, არამედ გაერთიანებული ოპოზიცია.  “ქართული ოცნება” კი ხმების მხოლოდ 23 პროცენტს.

საერთაშირისო რესპუბლიკური  ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაში ისიც ჩანს, რომ გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%,, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - და  „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 5%. 4% ერგო "პატრიოტთა ალიანსს".  კვლევა ბევრი მიმართულებით ჩატარდა, მათ შორის საჯარო მოხელეების რეიტინგზე, აღმოჩნდა, რომ  გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილ და ეს ციფრი არის 70 პროცენტი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში